1760687968
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილთა ინდივიდუალური დახმარების კომისიამ 173 დევნილის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნა დააკმაყოფილა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბესიკ კუსიდის ხელმძღვანელობით სამინისტროში „აფხაზეთიდან დევნილთა ინდივიდუალური დახმარების“ კომისიის 42-ე სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება აფხაზეთიდან დროებით დევნილ 173 პირს დაუფინანსეს.
მიმდინარე წელს სულ კომისიის 42 სხდომა ჩატარდა და 7300-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირი დაფინანსდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი რესურსი გამოიყო, რაც დაფინანსებულ ბენეფიციართა რაოდენობას წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაზრდის.