Loading data...
ანგია ბოჭორიშვილის N3 კორპუსთან ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ანგია ბოჭორიშვილის N3 კორპუსის მიმდებარედ ( . კარტოგრაფების კორპუსთან ) საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

გასულ წელს გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე სკვერი მოაწყო, ახლა კი ეზოში ასფალტის საფარს აწესრიგებს.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტი 1800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება. აღნიშნულისთვის 120 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა კოღუა გაეცნენ.