ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს წმინდა სინოდს სამძიმარს უცხადებს
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარეს ილია II-ის უფლისმიერ მიცვალების გამო, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.
ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.
აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავრის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.
✠ გაბრიელ ლეონტოპოლელი
საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.