Loading data...
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 13 რეისი – თელ-ავივის, აბუ-დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა სამი ფრენა, სამივე თელ-ავივის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე შეზღუდვები არ არის.