1769623613
საზოგადოება
ახალციხეში ავარიას კაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მიმავალ კაცს დაეჯახა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.