1746457990
საზოგადოება
ახალციხეში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ახალციხეში 2 წლის ბავშვი ბაგა-ბაღში გარდაიცვალა.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.