Loading data...
ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.