აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ადვოკატებისთვის სააღსრულებო სისტემის შესახებ საჯარო ლექცია გამართა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ადვოკატებისთვის სააღსრულებო სისტემის შესახებ საჯარო ლექცია გამართა. ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რა ეტაპებს მოიცავს პროცესი, რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ პროცესში ჩართულ მხარეებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროს არასააღსრულებო სერვისებს, მათ შორის გამარტივებულ საქმისწარმოებას, შეფასებასა და ფაქტების კონსტატაციას, რომლებიც მოქალაქეებს სწრაფი და ეფექტიანი მომსახურების საშუალებას აძლევს.
ადვოკატები გაეცნენ სააღსრულებო სისტემის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს, განიხილეს კონკრეტული შემთხვევები და გაიმართა დისკუსია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გოგელაშვილი.
საჯარო ლექციაზე მიღებული ცოდნა ადვოკატებს პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარება, განსაკუთრებით სააღსრულებო პროცესში მონაწილეობის დროს, რაც მხარეთათვის სასურველ შედეგს განსაზღვრავს.