Loading data...
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მოადგილეებთან და რეგიონული ბიუროების თანამშრომლებთან ერთად 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა მოადგილეებთან და რეგიონული ბიუროების თანამშრომლებთან ერთად 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინოვაციურ პროექტებზე, მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, არსებულ გამოწვევებსა და სააღსრულებო პროცესების ოპერატიულად წარმართვაზე.

აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ერთიანი სამუშაო სტანდარტის ჩამოყალიბების, ასევე საქმიანობის მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისთვის.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ თანამშრომლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სამუშაო შეხვედრები გაიმართა: სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, ასევე აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლებთან.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ხუბულავა და დავით ციციშვილი.

მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ეტაპობრივად სხვა რეგიონულ ბიუროებშიც გაიმართება.