Loading data...
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ბიუროს თანამშრომლებს თავმჯდომარის ახალი მოადგილე გივი დოლიძე წარუდგინა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ლაშა მოძღვრიშვილმა, ბიუროს თანამშრომლებს თავმჯდომარის ახალი მოადგილე გივი დოლიძე წარუდგინა.

გივი დოლიძე განათლებით იურისტია, აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

უწყებაში კარიერა 2009 წელს სტაჟიორობით დაიწყო, შემდეგ იყო აღმასრულებელი, უფროსი აღმასრულებელი და თბილისის ბიუროს უფროსის მოადგილე.