1757439715
საზოგადოება
აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დროებით ოკუპირებულ გაგრაში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 20:56-ზე აფხაზეთში, გაგრიდან 9კმ-ში ჩრდილო აღმოსავლეთით მოხდა.