1787745817
საზოგადოება
ადამ კადიროვს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ორდენი გადაეცა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილს, ჩეჩნეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ადამ კადიროვს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მედალი „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ გადაეცა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
ადამ კადიროვს მედალი ძალოვან ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ სროლაში ღია ჩემპიონატის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის დროს გადაეცა.
„ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის განმტკიცების მაღალი დონის გამო ის აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს მედლით დაჯილდოვდა „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“, - დაწერა ადამის მამამ, რამზან კადიროვმა.
მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მეორედ მიენიჭა. პირველად კი კადიროვი ჩეჩნეთის გმირი 15 წლის ასაკში გახდა.