Loading data...
აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტო განთავსდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფოტო განთავსდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ იქნა მიღებული. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.