1769058767
საზოგადოება
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია.
დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განახლდა შიდა სასოფლო გზებზე.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი სპეციალური ტექნიკები.