1771567727
საზოგადოება
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მიზნით კონკურსს აცხადებს
პროგრამის მიზანია სასკოლო ბიბლიოთეკების გაძლიერება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.
კონკურსის ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს სკოლის ბიბლიოთეკარების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს.
საკონკურსო განაცხადის ავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა - https://shorturl.at/cpgGV