Loading data...
7 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება რედაქტირება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 7 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, რიგის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის, ზაჰესის, კოტეტიშვილის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.