5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს დაბადების დღესაც განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს. ამ დღეს მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
წელს PLUS-ის დაბადების დღის კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბურია და უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს. მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიების პარტნიორ ობიექტებში.
გაფართოებულ პარტნიორთა ქსელს წელს პირველად შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: თეგეტა, Gasa Travel, იმპექსი და სხვა. სიახლეა ისიც, რომ პირველად PLUS-ის დაბადების დღის შეთავაზება ფიტნეს ობიექტებზეც ვრცელდება, მათ შორის World Class-ში, Snap Fitness-ში, 12 Rounds-ში, TSRE-სა და Sakamete Fitness-ში.
პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ინფორმაციისთვის, გაორმაგებული PLUS ქულებით სარგებლობა მხოლოდ 5 ივლისს იქნება შესაძლებელი.