1774903308
საზოგადოება
35 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას - თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი. ეს იყო ბოლო რეფერენდუმი, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკუთარი პოზიცია გამოხატა ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ.
5 აპრილს რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები გამოქვეყნდა. 9 აპრილს კი უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
აღნიშნულ პროცესში მთავარ ფიგურას, საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.