Loading data...
29 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 29 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, IV, V კვარტლების, ჭოხონელიძის, დავით რონდელის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელის, ლუბლიანას, ტერევენკოს, გოგიძის, შალვა ერისთავის, ნოდარ ახალკაცის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, ესმა ონიანის, ბერძენიშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნატბეურების დასახლების, ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, გოძიაშვილის, დიდგორის, ირაკლი ფარჯიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, მაჭავარიანის, ჯორჯ ბალანჩინის, ცამეტი ასურელი მამის, სარაჯიშვილის, ემხვარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალის და გელა გოგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.