Loading data...
29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

29 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - ნათქვამია განცხადებაში.