1780079876
საზოგადოება
23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
23 წლის დვანიტ რაჯდიპის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ინდურ მედიაში გავრცელდა.
ინდოელი სტუდენტი საქართველოში ერთ-ერთ უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობდა.