Loading data...
22 მაისს შიო III შიომღვიმის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 22 მაისს, ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიომღვიმის მამათა მონასტერში. 

მათივე ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.