1789901410
საზოგადოება
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.