2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია
2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნული მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის მე-4 კვარტალში.
„გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.
2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.
2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი - 1,336,834 ვიზიტი, ისრაელი - 310,982 ვიზიტი, ყაზახეთი - 178,930 ვიზიტი, ინდოეთი - 124,335, ჩინეთი - 88,583 ვიზიტი, საუდის არაბეთი - 88,298 ვიზიტი, უზბეკეთი - 64,259 ვიზიტი, ამერიკის შეერთებული შტატები - 51,728 ვიზიტი, საფრანგეთი - 28,302 ვიზიტი, საბერძნეთი - 27,557 ვიზიტი, ქუვეითი - 27,277 ვიზიტი, ლატვია - 22,297 ვიზიტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 14,889 ვიზიტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.