1720976578
საზოგადოება
15 ივლისს, ბათუმი-ახალციხის გზაზე შეზღუდვა იმოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე 100-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს.
შეზღუდვა დაწესებული იქნება 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
„ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.