Loading data...
14 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 14 სექტემბერს თბილისის ქუჩების გარკვეულ ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, სპირიდონ კედიას, ცემის, სტანისლავსკის, სოხუმის, ზუგდიდის, იროდიონ ევდოშვილის, ბათუმის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ვლადიმერ ვორონინის, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, იამანიძის, მეტრეველის და მაიაკოვსკის ქუჩების ოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, პურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მარო მაყაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის, დადიანის, ლორთქიფანიძის, ასათიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლის, ახოსპირელის, ტაბიძის, ბეთლემის, ლეონიძის, ამაღლების, ჭონქაძის, ნიშნიანიძის, სულხან საბას, დოდო აბაშიძის, ინგოროყვას, პაოლო იაშვილის, მესხის, მთაწმინდის, კოჯრის, ქიქოძის და მუსხელიშვილის ქუჩების ოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.