Loading data...
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა რედაქტირება

13 ივნისის ტრაგედი

13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ 2 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. ზოოპარკში და ძაღლების თავშესაფარში სტიქიას შეეწირა 200-ზე მეტი ცხოველი, მატერიალურმა ზარალმა 50 მლნ-ს გადააჭარბა.

ძლიერი წვიმის შემდეგ წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გზა ჩახერგა, რის შემდეგაც წყლის უზარმაზარი მასა ქალაქს თავს მოულოდნელად დაატყდა. კლდის ნაშალი მასალა და მოგლეჯილი ხეები გვირაბში გაიჭედა, რამაც ტრაგედიის მასშტაბები გაზარდა.

სტიქიამ ვერეს ხეობა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზა, მზიურის პარკი, გმირთა მოედანი, ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი მოიცვა. ადამიანები დაიღუპნენ როგორც ვერეს ხეობაში, ასევე, ახალ გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას. სტიქიას ემსხვერპლნენ ზოოპარკის თანამშრომლებიც.

ვოლიერების განადგურების შემდეგ 200-ზე მეტი ცხოველი ადგილზე დაიღუპა, თუმცა რამდენიმე მათგანმა გადარჩენა მოახერხა და შედეგად თბილისის ქუჩებში ლომები, ვეფხვები, დათვები და მგლები აღმოჩნდნენ. გმირთა მოედანზე ბეჰემოთისა და კონდიციონერზე დათვის ბელის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა.

იმის გათვალისწინებით, რომ ტრანკვილიზატორს ცხოველის დასაძინებლად რამდენიმე წუთი სჭირდება, რა დროსაც ის აგრესიულობას ინარჩუნებს, მათი დიდი ნაწილის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ვეფხვმა რომელიც დაღუპულად მიიჩნეოდა 1 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სტიქიამ, ასევე, გაანადგურა წყნეთი-ბეთანიის გზა. პროექტის სირთულიდან გამომდინარე, ახალი გზის გაკეთებას 3 წელიწადზე მეტი დასჭირდა, რაზეც 29 მლნ ლარი დაიხარჯა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. გზაზე დამონტაჟდა სპეციალური ბადეები და ადრეული შეტყობინების სისტემები.

სტიქიის შედეგად 84 სახლი სრულად განადგურდა 158 კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მატერიალურმა ზარალმა 50 მლნ ლარს გადააჭარბა.

ტრაგედიამ მოსახლეობის კონსოლიდაცია გამოიწვია. ძირითადად ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული თვითორგანიზებული ჯგუფები სტიქიის ზონაში მაშველებს რამდენიმე დღის განმავლობაში ეხმარებოდნენ.

13 ივნისს გარდაცვლილები:

👉 ნუგზარ ბუაძე
👉 დავით გაბიტაშვილი
👉 ჟანა ეგიაზაროვა
👉 ნანა ფილიშვილი
👉 ელზა ზარანდია
👉 ინდირა ზარანდია
👉 გურამ პეტრიაშვილი
👉 მარიამ ქუთელია
👉 ნინა შუტკოვა
👉 ივლიტა ჯიბუტი
👉 ნატა ნინაშვილი
👉 სულიკო ნოზაძე
👉 ზურაბ მუზაშვილი
👉 კარპო ენუქიძე
👉 ოთარ ცუხიშვილი
👉 ელიზბარ ბაღაშვილი
👉 გივი დვალი
👉 ლიანა ეგიაზაროვა
👉 სვეტრალა ეგიაზაროვა
👉 მალხაზ ჭიტაძე
👉 გულიკო ჭიტაძე

13 ივნისს დაკარგულები:

👉 სერგო კაპანაძე
👉 ბექა ბუთურიშვილი

13 ივნისის სტიქია პირველი არ ყოფილა. წარსულში ვერემ ქალაქი 1895, 1924, 1940, 1960, 1963, 1972 და 1995 წლებშიც დატბორა.