Loading data...
13 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 იანვარს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.