Loading data...
12 ნოემბერს სამტრედია(დაფნარი)-სუფსას მონაკვეთსა და 13-15 ნოემბერს ხაჯალია-სუფსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ 54 მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ0-კმ54 (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, კერძოდ 2025 წლის 12 ნოემბერს 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 248-კმ282 და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ 1-კმ47 მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით. ხოლო, 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე.