Loading data...
12 ივნისს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

12 ივნისს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით, 2025 წელი სააღსრულებო წარმოებაში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის წლად გამოცხადდა. შესაბამისად, წლევანდელი დევიზია: „ხელოვნური ინტელექტი აღმასრულებლის სამსახურში“.

აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის წევრი ორგანიზაცია, უერთდება აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას.

აღმასრულებელი ემსახურება კანონის უზენაესობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტურ აღსრულებას.

აღსრულების ეროვნული ბიურო ულოცავს აღმასრულებლებს პროფესიულ დღეს!“, - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.