Loading data...
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ემი დიაზთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი დაესწრნენ.