1740989442
სამხედრო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების დედებს ესტუმრნენ, ყვავილების თაიგული და თავდაცვის მინისტრის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.