1724741574
სამხედრო
პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარეზე ფორსირება წარმოადგენდა.
ამავე ინფორმაციით, დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარეზე ფორსირება, ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს.