1773992874
სამხედრო
ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.