გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა ვაკანსიას აცხადებს
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგნებისა და ხელფასის მიხედვით იხილეთ ლინკში https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03 მოცემულ დანართში.
მსურველებმა გთხოვთ, 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 22 მარტის ჩათვლით განაცხადები (განაცხადის ფორმა) გამოაგზავნოთ ელფოსტაზე [email protected], ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 24 მარტის ჩათვლით;
II ეტაპი - გასაუბრება - 2026 წლის 6 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;
III ეტაპი - ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) - 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.
შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი)
- მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი)
- სერტიფიკატები
- პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა
- პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები
- ტრენინგები, სწავლებები
- ჯილდოები (მადლობა/წახალისება)
- უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ 2 წლისა
- პროფესიული აქტივობა
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14
https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03