Loading data...
5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება

2024 წლის 5 ივნისს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოს ლიცეუმში არსებულ გარემოს. მოსულ სტუმარს ელოდება საინტერესო და მრავალფეროვანი სანახაობა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე