Loading data...
ზუგდიდში მკვლელობა მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მკვლელობა მოხდა.

არსებული ცნობით, მოკლულია შუახნის კაცი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და გამოძიება მიმდინარეობს. 

გავრცელებული ცნობით, ბრალდებული ადგილზევე დააკავეს. 

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.