Loading data...
ზუგდიდში ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. 

არსებული ინფორმაციით, ხანძარს 92 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.