1784752352
სამართალი
ვერაზე სროლა იყო - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი პირი, დანაშაულის ჩამდენი პირი კი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია
თბილისში, ვერაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.