Loading data...
ვაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, დაშავდა შს სამინისტროს 32 თანამშრომელი

„დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით“, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან და პოლიციელების დაშავების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, შს სამინისტრო აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს.

„მას შემდეგ, რაც გარკვეულმა პირებმა დააანონსეს დამხობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, დაიწყო ისეთი ძალადობრივი ქმედებები როგორიცაა - ქვების სროლა, სხვადასხვა საგნების სროლა პოლიციელების მიმართ, ასევე, შენობაზე შტურმი. სამწუხაროდ, დაშავდა შს სამინისტროს 32 თანამშრომელი. მათ შორის, 2 თანამშრომელი იმყოფება კლინიკაში, სადაც გადის ინტენსიურ მკურნალობას და მათი მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. 

გამოძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება. შს სამინისტრომ ფაქტი დაუყოვნებლივ აღკვეთა და ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, შესაბამისი ზომები გავატარეთ, დაკავებულია რამდენიმე პირი. დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შს სამინისტრო აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს“, - აღნიშნავს სირაძე.