1747859687
სამართალი
ვარკეთილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს-მ ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

ვარკეთილში 21 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე შსს-მ ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაცია Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს და ავტოსადგომზე მდგარი 5 ავტომობილი დაამტვრიეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.