Loading data...
უბედური შემთხვევა რუსთავში - დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა.  ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.