Loading data...
უბედური შემთხვევა ჩოხატაურში - დაიღუპა მამა, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედია, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

„პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული“, - განუცხადა გამოცემას ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი ჰყავდა