„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
„გილოცავთ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს!
თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.
თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ამ რეალობაში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თქვენი ყოველდღიური, ხშირად საზოგადოების თვალისთვის უხილავი საქმიანობა, რომელიც ემსახურება საფრთხეების დროულ გამოვლენას, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფას. თქვენი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და სამშობლოსადმი ერთგულებით დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული ამოცანების წარმატებით შესრულების პროცესში.
მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისა და თავდადებისთვის.
გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს თამაზ ბორაშვილი.