1770631779
სამართალი
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში მეშახტე დაიღუპა
ტყიბულში მეშახტე დაიღუპა.
არსებული ცნობით, შემთხვევა ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით მოხდა.
მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.