Loading data...
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები - 2000 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.