1745757392
სამართალი
თბილისში, მუხიანის დასახლებაში კაცი დაჭრეს

თბილისში, მუხიანის დასახლებაში გამთენიისას კაცი დაჭრეს.
არსებული ცნობით, კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. შემთხვევის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.