1753283556
სამართალი
თბილისში მოტოციკლი მოძრავ ავტომობილს შეეჯახა - გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.