Loading data...
თბილისში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ადვოკატი 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებული გერსამია ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.