Loading data...
თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე.

სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

არსებული ინფორმაციით, მოკლული 80 წლამდე პირია.